ნავალოვსკის “სკა” ისევ დამარცხდა
დღეს სანაკრებო პაუზის შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგა განახლდა. მეჩვიდმეტე ტურის პირველ შეხვედრაში “ხაბაროვსკმა” “ცსკას” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:4 დამარცხდა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც სრული შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გუნდს წარმატებაში ვერ დაეხმარა. თავდაპირველად მატჩში “სკა” დაწინაურდა, მე-5 წუთზე თავი დედეჩკომ გამოიჩინა, თუმცა მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა და 7 წუთში ძაგოევმა ანგარიში გაათანაბრა. უხვ გოლიანი გამოდგა მატჩის მეორე ნახევარი. 74-ე წუთზე ვერნბლუმმა მოსკოველები წინ გაიყვანა, მაგრამ ამჯერად უკვე “ხაბაროვსკმა” შეძლო წონასწორობის მალე აღდგენა (81′), თუმცა ზუსტად ორ წუში ვერნბლუნმმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 93-ე წუთზე ვიტინიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ მარცხის შემდეგ ნავალოვსკის “სკა” 12 ქულით ბოლო ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას ისინი “ლოკომოტივთან” გამართავენ.