“დილა” ეროვნულ ლიგაში რჩება
დღეს “თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე” გორის “დილამ” თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა მეტოქე.
შეხვედრა გორელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო, რაც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. “დილას” ფეხბურთელებს საწყის წუთებშივე გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი მიეცათ და საბოლოოდ 25-ე წუთზე სტანდარტული ჩაწოდების შემდეგ, დედაქალაქელებმა უყურადღებოდ ითამაშეს და გიორგი ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. ამ ყოველივეს რკინიგზელთა გააქტიურება მოჰყვა და რიგ ეპიზოდებში გორელები გაშვებული გოლისაგან გიორგი ბეგაშვილმა იხსნა. ტაიმის მიწურულს ისევ მასპინძლებს მიეცათ გატანის შანსი, თუმცა დავით კირკიტაძის დარტყმული ნიკა ჭანტურიამ გამოიტანა კარიდან. მეორე ნახევრის სტარტზე გორელები ისევ კარგად ათამშდნენ და 53-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ მიმდინარე სეზონში პირველი დუბლი გაიფორმა. თუმცა დედაქალაქელებმა თავიანთი თამაში იპოვეს და ზუსტად 6 წუთში ნოდარ ქავთარაძემ ანგარიში შეამცირა. 70-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, გოდერძი მაჩაიძემ მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და შეხვედრაა ნაადრევად დაასრულა. ამის შემდეგ დედაქალაქელები მეტად გააქტიურდნენ, მაგრამ გიორგი ბეგაშვილი შესანიშნავად თამაშობდა. საბოლოოდ შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და “დილამ” 2-1 დაამარცხა “ლოკომოტივი”.
სასტარტო შემადგენლობები:
“დილა”: 21. გიორგი ბეგაშვილი, 2. გოდერძი მაჩაიძე, 5. გიორგი პაპავა, 10. თენგიზ წიქარიძე, 11. ლევან ნონიკაშვილი, 14. გიორგი ფანცულაია, 20. ალიუ აბუბაკარი, 37. დათო კირკიტაძე, 49. ალექსანდრე კვახაძე (C), 71. გილერმე მორასი, 88. ირაკლი ძარია.
“ლოკომოტივი”: 25. რევაზ თევდორაძე, 4. ნიკა ჭანტურია, 8. ნოდარ ქავთარაძე, 10. გიორგი დიასამიძე, 23. გიორგი გოროზია, 24. ვატო არველაძე, 27. გიორგი გაბაძე, 44. ლევან ქურდაძე, 50. გიორგი რეხვიაშვილი, 80. დავით უბილავა (C), 88. დავით სამურკასოვი.