“არკამ” “სლასკს” სტუმრად მოუგო – ზარანდია სათადარიგოზე დარჩა
დღეს პოლონეთში, ექსტრაკლასას მე-16 ტურის მატჩები გაიმართა.
ვროცლავში, “სტადიონ მიეისკიზე” ადგილობრივი “სლასკი” გდინიას “არკას” დაუხვდა. დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში 45-ე წუთზე ლუკაშევიჩმა გახსნა და “არკა” დააწინაურა. მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ზბოზიენმა გამოიჩნა თავი და “ყვითელ-ლურჯების” უპირატესობა ორბურთიანი გახდა. თუმცა, 67-ე წუთზე ტარასოვმა მინიმუმამდე შემაცირა ჩამორჩენა. ამის შემდეგ აღარაფერი შეცვლილა და გდინიას გუნდმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვა.
მოგეხსენებათ, “არკას” ღირსებას იცავს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემტევი, ლუკა ზარანდია. სამწუხაროდ, იგი დღეს სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ისე კი, გეტყვით, რომ 21 წლის ფეხბურთელს, ამ სეზონში, ქვეყნის ჩემპიონატში სულ ხუთი შეხვედრა (75 წუთი ჯამში) აქვს ნათამაშები.
“არკა” ამჟამად 22 ქულით მერვე პოზციას იკავებს.