იბრაჰიმოვიჩი: “ჩემი ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თქვენ გგონიათ”
საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პრემიერ ლიგის გასულ ტურში, პირველად მოხვდა “მანჩესტერტ იუნაიტედის” განაცხადში, მაგრამ მას თამაშის საშუალება არ მიეცა.
დაბრუნების შემდეგ ზლატანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა: “ხალხმა არ იცის რეალურად რა დონის დაზიანება მივიღე, ჩემი ტრავმა იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე თქვენ გგონიათ, ამიტომაც ამ თემაზე საუბარი არ მსურს. ექვსი თვის შემდეგ დავბრუნდი. ამ მომენტისათვის მადლიერი ვარ, რომ ისევ შემიძლია სირბილი და ფეხბურთის თამაში. “წარმატების” მისაღწევად დღეში 5-6 საათს ვვარჯიშობდი და პროტოკოლს პირნათლად მივყვებოდი”, – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა დაზიანება 2016-2017 წლების სეზონში, ევროპა ლიგაზე “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, მას შემდეგ კი რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა.