იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: “არ გადავდგები!”
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო ეროვნული ნაკრების წარუმატებლობის გამო თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
“ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო იმ პროექტზე მუშაობა, რომელმაც მხოლოდ რეზულტატის მხრივ არ მოგვცა შედეგი. ვინ შემოიღო იტალიაში ვიდეოგამეორების სისტემა? ვის გამო თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი იტალიური კლუბი? დიახ, ეს ტავეკიოს დამსახურებაა.
ვიცი, გინდათ გადადგომის შესახებ განცხადება გავაკეთო, მაგრამ არ გადავდგები! რატომ უნდა გადავდგე, როცა ჩემი პროექტი ფედერალური კომისიის მიერ არის დამტკიცებული?” – ციტირებს ტავეკიოს სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში იტალიამ შვედეთის ბარიერი ვერ დაძლია (0:1, 0:0) და მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.