Daily Mirror: “სტარიჯი “ლივერპულს” ზამთარში დატოვებს”
“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ცენტრფორვარდმა დანიელ სტარიჯმა შესაძლოა “ლივერპული” ზამთარში დაოტვოს, ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი წერს.
როგორც ცნობილი ხდება კლუბის დატოვების მთავარი მიზეზი, მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებთან ერთად გამგზავრების სურვილია. სათამაშო პრაქტიკის გარეშე ამის მიღწევა კი შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე სეზონში კლოპმა 28 წლის თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 4-ჯერ დააყენა და დანიელმა სხვადასხვა ტურნირებზე სამი გოლის გატანა მოახერხა. თუმცა ამ ყველაფრით სტარიჯი ბედნიერი ნამდვილად ვერ იქნება, ამიტომ ის ოცნების ასასრულებლად, დიდი ალბათობით კლუბს ზამთარში დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ სტარიჯი “ლივერპულში” 2013 წელს ლონდონის “ჩელსიდან” გადაბარგდა და ერთ-ერთ პრესექტიულ თავდამსხმელად ითვლებოდა, მაგრამ ხშირმა ტრავმებმა მის კარიერას ბევრი რამ დააკლო. 4 წლის განმავლობაში დანიელმა წითლების მაისურით 131 შეხვედრა ჩაატარა და 64 გოლით გამოიჩინა თავი.