რაკიტიჩი: “დიდი სიამოვნებით დავუთმობდი ბუფონს ჩემს ადგილს მუნდიალზე”
კატალონიის “ბარსელონას” ხორვატმა ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა პრესასთან საუბრისას იტალიისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ჯიჯი ბუფონსაც უთანაგრძნო, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შანსი ხელიდან გაუშვა.
“იმის აღწერა, რაც ბუფონს ფეხბურთში აქვს გაკეთებული, შეუძლებელია, უბრალოდ განსაკუთრებულია. დიდი სიამოვნებით დავუთმობდი მას ჩემს ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე.
ბუფონი ნებისმიერი ბავშვის იდეალური გუნდის წევრია, ის ყოველთვის ყველგან არის. ვერ გეტყვით რა ვიგრძენი, როდესაც მატჩის შემდეგ ჯიჯი ასეთ მდგომარეობაში ვიხილე, ძალიან მინდოდა, იმ მომენტში მის გვერდით ვმდგარიყავი.
ნამდვილად დიდი სირცხვილია, კარიერის დასრულებას მაღალ ნოტზე რომ ვერ ახერხებს და რიგით მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატში ვერ მიიღებს მონაწილეობას. რთულია ასეთ ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმა, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, მას ჩემს ადგილს ნამდვილად მივცემდი,” – აცხადებს რაკიტიჩი.