უხვგოლიანი მატჩი “ეროსი მანჯგალაძეზე”
დღეს ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურის შეხვედრა გაიმართა სამტრედიაში. ადგილობრივმა კლუბმა გორის დილას უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.
შეხვედრაში თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ, 31-ე წუთზე ირაკლი ძარიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გახსნა. სამტრედიელები მეორე ტაიმის სტარტზევე გააქტიურდნენ და რამდენიმე კარგი მცდელობის შემდეგ 50-ე წუთზე მაიკლ ოლაიტანიმ ანგარიში გაათანაბრა, 76-ზე კი ანტე გიიმ იმერლები წინ გაიყვანა. თითქოს ყველაფერი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ 93-ე წუთზე დავით კირკიტაძის დარტმულის შემდეგ ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გაათანაბრა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
როგორც მოგახსენეთ აღნიშნული დაპირისპირება ამ გუნდებისათვის მიმდინარე ეზონში უკანასკნელი იყო, 36-ე ტურის შემდეგ “სამტრედიამ” მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო გორის “დილა” 41 ქულით მე-7 ადგილს დასჯერდა.