ტიაგო სილვა: “მბაპეს ეგონა, რომ ისევ “მონაკოს” ფეხბურთელი იყო”
“პარი სენ-ჟერმენის” კაპიტანმა, ტიაგო სილვამ “მონაკოსთან” მატჩის დასრულების შემდეგ იხუმრა და განაცხადა, რომ მბაპეს თავი ისევ მონაკოელთა ფეხბურთელი ეგონა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ “მონაკო” სტუმრად 2:1 დაამარცხა. მბაპეს ტრანსფერის შემდეგ, ეს პირველი მატჩი იყო, როცა მან მონაკოში მეტოქე გუნდის მაისურით ითამაშა.
“მბაპეს გასახდელში ვუთხარი, რომ მას თავი ისევ “მონაკოს” ფეხბურთელი ეგონა. მან მეტოქის კარში გოლიც კი არ გაიტანა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კილიანმა, კავანისა და ნეიმარის მსგავსად, სეზონი კარგად დაიწყო”, – უთხრა ტიაგო სილვამ ჟურნალისტებს.