ასაკობრივი ნაკრებების ორი გამარჯვება
საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებებმა ამხანაგური მატჩები ჩაატარეს სომეხ თანატოლებთან. ორივე შეხვედრა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე გაიმართა და ორივე ქართველთა გამარჯვებით დასრულდა – 3:0 და 1:0.
15-წლამდელთაგან გოლები ჯაბა ჯიბლაძემ (ორჯერ) და ლუკა გაგნიძემ გაიტანეს, ხოლო 16-წლამდელებმა ლუკა ტორონჯაძის ზუსტი დარტყმით მოიგეს.
გიორგი ჩიტაურმა 15-წლამდე ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა: შურღაია, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, გაგნიძე, ჩხეტიანი, მეხტიევი, ღონღაძე, თაგორაშვილი, ჯიბლაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ხვიჩია, კუკავა, მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, სიხარულაშვილი, სიჭინავა.
რაც შეეხება ზვიად ჯელაძის მიერ გაწვრთნილ 16-წლამდელებს, შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, დევდარიანი, ერაძე, კოკაია, მამაცაშვილი, ტალახაძე, ქობულაძე, აბუაშვილი, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ტორონჯაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: სანებლიძე, კვარაცხელია, გოშთელიანი, სიჭინავა, ჟივიძე.
სფფ-ის პრესსამსახური