ხავიერ ტებასი: შემდეგი სეზონიდან ლა ლიგა-ში ვიდეო რეფერის ტექნოლოგია დაინერგება
რამდენიმე დღის წინ ლა ლიგის მე-13 ტურში “ვალენსიამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში კი კატალონიელებს გოლი არ ჩაუთვალეს, გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ლიონელ მესის დარტყმულმა ბურთმა მართლაც გადაკვეთა ხაზი.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ისაუბრა: “ყველამ ნახა, რომ ეს გოლი იყო. შეუძლებელია მე საწინააღმდეგოს მტკიცება დავიწყო, რადგან ხალხი იფიქრებს, რომ ბრმა ვარ. იმედი მაქვს, შემდეგი სეზონიდან, ვიდეო რეფერი მსგავს პრობლემებს გადაჭრის. ორი წელია, რაც აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვაზე აქტიურად ვმუშაობთ, ფაქტია ლა ლიგა-ში ამის საჭიროება მართლაც არსებობს”, – აცხადებს ხავიერ ტებასი.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ესპანეთის თასსზე, “ატლეტიკოსა” და “ელჩეს” შორის გასამართ შეხვედრაში ვიდეო რეფერის პირველად გამოიყენებენ.