რაკიტიჩი: “ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ამას გავაკეთებდი…”
კატალონიის “ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ნეიმარის წასვლაზე საუბრისას აცხადებს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის წასვლის შემდეგ გუნდი უფრო დაბალანსირებულია.
“როდესაც ნეიმარი “ბარსელონაში” იყო, ჩვენს თამაშში უფრო მეტი შოუ იყო. შეიძლება, ახლა სწორედ ეს გვაკლია. ნეიმარს ამის შევსება მარტოც შეეძლო. მინდა ის ჩვენთან იყოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, დიდი სიამოვნებით გავაჩენდი ნეიმარს ჩვენს გუნდში.
ნეიზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ, ის ახლა უკვე ჩვენთან აღარ არის და ამის მიუხედავად, მაინც კარგად ვასრულებთ დაკისრებულ მოვალეობებს.
სისტემის შეცვლამ ბევრი დადებითი შედეგი მოიტანა. ახლა უფრო მეტი ბალანსი იგრძნობა, მეტი ერთიანობა ისევე როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს,” – აცხადებს რაკიტიჩი.