“ბენევენტომ” სერია A-ში პირველი ქულა “მილანთან” მოიპოვა (ვიდეო)
3 დეკემბერს, იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში “მილანი”, რომლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოა, სტუმრად “ბენევენტოს” დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.
ანგარიში 38-ე წუთზე ბონავენტურამ გახსნა, რომელმაც მასპინძელთა საჯარიმოში არეულობით ისარგებლა და მეტოქის კარში თავით დალაშქრა. 50-ე წუთზე “ბენევენტომ” წონასწორობა აღადგინა, პუშკაშის დარტყმული დონარუმამ ვერ მოიგერია. დაახლოებით შვიდ წუთში “როსონერი” ისევ დაწინაურდა – კალინიჩმა ბონავენტურას ჩაწოდების შემდეგ თავით გოლის გატანა მოახერხა. 75-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მილანელთა მცველს, ალესიო რომანიოლის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მას მოედანი დაატოვებინა.
კულმინაციური მომენტი 95-ე წუთზე დადგა. “ბენევენტომ” ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მასპინძელთა მეკარემ, ბრინიოლიმ თავით სტუმართა კარი დალაშქრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
იხილეთ მიმოხილვა