“ატლეტიკის” მწვრთნელი: “რეალს” ტოლსწორად ვეთამაშეთ”
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურის მატჩში ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ მოდენაზე მადრიდის “რეალი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის მოპოვება შეძლო (0:0). “ატლეტიკის” თავკაცმა, ხოსე ანხელ სიგანდამ ამ თამაშის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.
“სწორედ ასეთი მატჩი გვჭირდებოდა. მადრიდელები მოედანზე მხოლოდ მოგებისთვის იყვნენ გამოსულები და ქულების დაკარგვას არ აპირებდნენ. თუმცა, ჩვენ შევძელით და მათ ტოლსწორად ვეთამაშეთ.
მაქსიმალურად ვცდილობდით, მეტოქის საჯარიმოში რაც შეიძლება მეტი დრო გაგვეტარებინა. საერთო ჯამში, ჩემი გუნდის თამაში ძალიან მომეწონა და კმაყოფილიც დავრჩი.
“რეალი” უძლიერესი მეტოქეა, რომელსაც ბურთის კონტროლი ძალიან უყვარს. ბურთით კი ისინი ძალიან საშიშები არიან, ასე რომ, როდესაც მათ ბურთი ჰქონდათ, მთელი ძალებით ვიცავდით თავს. “რეალმა” ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ ჩვენ ამას კარგი დაცვა დავუპირისპირეთ,” – აცხადებს სიგანდა.