“მანჩესტერ სიტის” მძიმე ქამბექი “ვესტ ჰემთან” (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-15 ტური “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირებამ დახურა. გამარჯვება კი “ქალაქელებს” დარჩათ, რომლებიც ჯერჯერობით უდანაკარგოდ მიდიან პრემიერ ლიგაში.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პეპ გვარდიოლას ბიჭებმა საშინაო მოედანზე, მე-19-ადგილოსან “ვესტ ჰემთან” დიდი შერკინების ხარჯზე შეძლეს გამარჯვების მოპოვება.
ანგარიში შეხვედრის 44-ე წუთზე, ოგბონამ გახსნა. მთელი მეორე ტაიმის მანძილზე “ჩაქუჩებმა” საკუთარ მოედანზე გაატარეს დრო. შესაბამისად, მასპინძლებს დიდი გარჯა დასჭირდათ გოლების გასატანად – 57-ე წუთზე ოტამენდიმ აღადგინა წონასწორობა ანგარიშში, 83-ე წუთზე კი დავიდ სილვამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
მომდევნო ტურში “მანჩესტერ სიტის” ურთულესი გამოცდა ელის: “ქალაქელები” ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, “მანჩესტერ იუნაიტედს” უნდა ეწვიონ, რომელმაც ბოლო დროს ფორმის აღდგენა მოახერხა. “ვესტ ჰემი” კი შინ მესამეადგილოსან “ჩელსის” მიიღებს.