“ბაიერნის” რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” საშინაო არენაზე “პარი სენჟერმენი” მიიღო. აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში “რეკორდმაისტერის” პოლონელმა შემტევმა, რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო, რითიც გერმანულმა გრანდმა რეკორდი დაამყარა.
საქმე იმაშია, რომ ეს ზედიზედ 22-ე შემთხვევა იყო, როდესაც “ბაიერნმა” საშინაო არენაზე ჩატარებულ მატჩში (ჩემპიონთა ლიგის) შეძლო ანგარიშის გახსნა. რაც რეკორდული მაჩვენებელია ამ დონის ტურნირისთვის.
გეტყვით იმასაც, რომ “ბაიერნს” ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი უკვე 1/16-ფინალური ეტაპის მატჩში მიეცემა.
Bayern score the opening goal in a competition record 22 consecutive home matches in the Champions League group stage. #UCL #FCBPSG
— Gracenote Live (@GracenoteLive) December 5, 2017