“შახტარის” მწვრთნელი პრესკონფერენციაზე ზოროს ნიღბით გამოცხადდა
დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, “მანჩესტერ სიტისთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ზოროს ნიღბით გამოცხადდა.
ფონსეკამ მატჩის დაწყებამდე პირობა დადო, რომ თუ მისი გუნდი მერვედფინალის საგზურს მოიპოვებდა, ის ზოროს ნიღაბს გაიკეთებდა.
“ეს ჩემს კარიერაში ყველაზე მხიარული პრესკონფერენციაა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მხოლოდ “შახტარზე” ვფიქრობ. ჩვენი წარმატებით ყველა უკრაინელი უნდა ამაყობდეს”, – თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
This is the moment Shakhtar Donetsk coach Paulo Fonseca fulfilled a promise to hold a press conference wearing a Zorro mask if his team reached the Champions League last 16. Just think, this man could have been Everton manager #MCFC #EFC pic.twitter.com/z85pGcNGrl
— Andy Hampson (@andyhampson) December 6, 2017