ლევან კობიაშვილის მიმართვა (ვიდეო)
მოგესალმებით,
მინდა გამოვეხმაურო ჩვენთვის ძალიან მძიმე შემთხვევას და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი მსაჯის – ილია ტუღუშის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს.
ამასთან, მინდა, ვთხოვო მედიის წარმომადგენლებს, რომ ინფორმაციის გავრცელებისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზოგადოებას. კერძოდ, ვგულისხმობ, გავრცელებულ უსაფუძვლო ინფორმაციას, თითქოს ილია ტუღუში მსაჯობდა 3 დეკემბრის საპლეიოფო მატჩს – ლანჩხუთის გურიასა და თელავს შორის. ილია ტუღუში არ ყოფილა არანაირად დაკავშირებული ამ მატჩთან, მეტიც, მას არ უმსაჯია ეროვნული ლიგის არცერთი მატჩი, ასევე არც ეროვნული ლიგა 2-ისა და ლიგა 3- ის მატჩები, ის მსაჯობდა ახალგაზრდულ პირველობებსა და რეგიონულ გათამაშებას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დასახელებული სამი პირიდან არცერთი არ არის და არც ყოფილა ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი.
და ბოლოს, მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო ჩვენი, ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია – ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი უწყებები უმოკლეს ვადაში დაადგენენ სიმართლეს.
Gff.Ge