იაია ტურე: “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში დიდი სიფრთხილე გვმართებს”
“მანჩესტერ სიტის” გამოცდილმა ნახევარმცველმა, იაია ტურემ ათ დეკემბერს გასამართი “მანჩესტერული დერბის” წინ პრესასთან ისაუბრა და თავის თანაგუნდელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“წელს “იუნაიტედი” ძალიან ორგანიზებულად გამოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ტაქტიკებზე ბევრს ფიქრობენ. ამიტომაც, მათ კონტრ-იერიშებს ძალიან უნდა ვუფრთხილდეთ და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
სიფრთხილე გვმართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “არსენალის” ბედს გავიზიარებთ. წაგება კი ნამდვილად არ გვინდა. “იუნაიტედთან” ეს სხვაობა უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ბოლო დროს ისინი ძალიან საშიშ მეტოქეებად იქცნენ.
ისეთი ფეხბურთელების ხარჯზე, როგორებიც ლუკაკუ, იბრაჰიმოვიჩი, ლინგარდი, რეშფორდი და მარსიალი არიან, მათ ძალიან სწრაფად შეუძლიათ გადასვლა კონტრ-იერიშზე. მეტოქეს მხოლოდ შესაფერი მომენტი სჭირდება.
ამ მატჩის მოსაგებად დიდებულად უნდა ვითამაშოთ,” – აცხადებს 34 წლის იაია ტურე.