მანჩესტერული დერბი შესაძლოა, დიდთოვლობის გამო გადაიდოს
პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი, მანჩესტერულ დერბი, რომელიც 10 დეკემბერს უნდა გაიმართოს, შესაძლოა დიდთოვლობის გამო ვერ ჩატარდეს. ამ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
მეტეოროლოგებისა და სინოპტიკოსების მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ 10 დეკემბერს მანჩესტერში, ისევე როგორც ინგლისის სხვა ქალაქებში, უხვი ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტერში ახლაც თოვს. მეტეოროლოგების გათვლებით, მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, თოვლის საფარმა შესაძლოა, 20 სანტიმეტრის სიმაღლესაც მიაღწიოს.
მიუხედავად იმისა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” არის შესაბამისი ტექნოლოგიები, რომლებიც მოედნის საფარის გაწმენდას აადვილებს, თამაში შესაძლოა, მაინც გადაიდოს გულშემატკივართა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.