იტალიის დერბი უგოლოდ დასრულდა (ვიდეო)
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” გათამაშების ლიდერ მილანის “ინტერს” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
“ბებერი სინიორა” თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლონდა უპირატესობას და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ გატანილ ბურთამდე საქმე არ მივიდა.
გათამაშებას კვლავაც “ინტერი” ლიდრობს, რომელსაც აქტივში 40 ქულა აქვს. “იუვენტუსს” 38 ქულით მეორე პოზიცია უკავია.
იტალიის სერია A
მე-16 ტური
“იუვენტუსი” — “ინტერი” 0:0