რონალდუმ მე-500 მატჩი მოიგო და რეკორდი დაამყარა
როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის მე-15 ტურში “სევილიას” უმასპინძლა და 5-0 გაანადგურა მეტოქე.
აღნიშნული დაპირისპირება კრიშტიანუ რონალდუსათვის საიუბილეო აღმოჩნდა, პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე მე-500 მატჩი მოიგო: “რეალი” – 301 , “მანჩესტერ იუნაიტედი” – 186, “სპორტინგი” – 13.
ამას გარდა კრიშტიანუ ზედიზედ მეშვიდე სეზონია, რაც 50 გოლზე მეტის გატანას ახერხებს. ეს რეკორდი უნიკალურია და მსოფლიო ფეხბურთში ანალოგი არ მოეპოვება. “სევილიასთან” რონალდუმ დუბლი გაიფორმა და მას მიმდინარე სეზონში 51 გატანილი ბურთი დაუგროვდა, ამისთვის პოტუგალიელს 57 მატჩი დასჭირდა. “რეალის” შვიდიანს საშუალოდ 0.89 გოლი გააქვს.
2011 – 60 გოლი
2012 – 63 გოლი
2013 – 69 გოლი
2014 – 61 გოლი
2015 – 57 გოლი
2016 – 55 გოლი
2017 – 51 გოლი
რონალდუს გარდა მიმდინარე სეზონში აღნიშნული შედეგი, ლევანდოვსკის (52), მესის (52), კავანის (51) და კეინს (50) აქვთ.