ჰაინკესი: “ვიცით რა ძალას წარმოადგენს “ბეშიქთაში”
11 დეკემბერს ნიონში ჩატარებულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბაიერნის” მეტოქე გამოავლინა – თურქული “ბეშიქთაში”, რომელმაც თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. “რეკორდმაისტერის” თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა “ბეშიქთაშზე” პრესასთან ისაუბრა.
“ვიცით, რა ძალას წარმოადგენს “ბეშიქთაში”. ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დიდი ბრძოლის გამართვა მოგვიწევს. ვნახოთ, რა მოხდება.
“ბეშიქთაში” “ლაიფციგის” ჯგუფში იყო, შესაბამისად, მათ პროგრესს თვალს ვადევნებდით და ვიცით, რომ ძალიან ძლიერები არიან. მოუთმენლად ველით მათთან დაპირისპირებას.
რა თქმა უნდა, ცუდია, რომ პირველ მატჩს სახლში ვატარებთ. ვიცით, რომ თურქეთში განსაკუთრებული ატმოსფერო დაგვხვდება, მაგრამ იგივე იქნება მიუნხენშიც. ასე რომ, ამ გამოწვევისთვის მზად ვართ,” – აცხადებს ჰაინკესი.