ვატო არველაძე: “ვფიქრობ, რომ ჩემთვის ნაყოფიერი წელიწადი იყო”
როგორც მოგეხსენებათ დასრულდა ეროვნული ლიგა 1. გასული წლის ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი თბილისის ლოკომოტივი გახლდათ, რომელსაც მიზნის მისაღწევად მცირედი დააკლდა.
2017 წლის სეზონი შეაფასა დედაქალაქელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვატო არველაძემ: “ჩვენი მიზანი ევრო ტურნირებზე მოხვედრა იყო. ყველაფერი კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ არასტაბლური პერიოდი დაიწყო, რაც წამყვანი ფეხბურთელების ხშირი ტრავმებით აიხსნება, ისინი მნიშვნელოვან თამაშებში გუნდის დახმარებას ვერ ახერხებდნენ და ხშირად თამაში ახალგაზრდებს უწევდათ, მათ კი საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდათ. მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი დევდარიანს, რომ ამდენ შეხვედრაში მომცა თავის გამოჩენის საშუალება და მენდო. ვფიქრობ, რომ ჩემთვის ნაყოფიერი წელიწადი იყო, ეროვნულ ლიგაში მიღებული გამოცდილბა დამეხმარა 21-წლამდე ნაკრებში მოსახვედრად”, – აცხადებს ვატო არველაძე.
“ლოკომოტივის” ახალგაზრდა შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლი და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემაა.
იხილეთ ვიდეო: