“საბურთალო”- მიზნები განისაზღვრა
“საბურთალო”, რომელმაც გასული სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულა და ახლოს იყო ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებასთან, მომავალში დიდი მიზნები და გეგმები აქვს – ქალაქელები ძირითად ბირთვს ინარჩუნებენ, ამავდროულად რამდენიმე კვალიფიციური ფეხბურთელის დამატებასა და მომავალ წელს სამეულში მოხვედრას უმიზნებენ. მათი მთავარი მიზანი სამეულში მოხვედრა და ევრო თასებზე ასპარეზობაა.
18 დეკემბრიდან ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით დაიწყებენ მზადებას. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით საბურთალოელები 11 იანვრიდან “ზამთრის თასზე” იასპარეზებენ, რომელიც თბილისში გაიმართება. 15 რიცხვიდან კი გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც 29 იანვრამდე მოემზადებიან. ამ ხნის განმავლობაში 3 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
რაც შეეხება მეორე შეკრებას, რომელიც კლუბს 7-22 თებერვლის ჩათვლით აქვს დაგეგმილი, 4 სპარინგ-მატჩის გამართვა იგეგმება. მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
“საბურთალოს” პრესსამსახური.