“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემიც” გაანადგურა (ვიდეო)
პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტი” წარმოუდგენელად რთულ დავალებას თავს წარმატებით ართმევს და პრემიერ ლიგის 18 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია. მე-18 ტურში “ქალაქელებმა” საკმაოდ ძლიერი მეტოქის, “ტოტენჰემის” განადგურება შეძლეს.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც “ეტიჰადელებმა” გახსნეს – შეხვედრის მე-14 წუთზე მცველების უყურადღებობით გიუნდოგანმა ისარგებლა და ტაიმიც მოაგებინა საკუთარ გულს.
მეორე ტაიმის პირველ ნახევარში “სპურსმა” ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ ამაოდ. სანაცვლოდ კი პოჩეტინოს გუნდმა სამი გოლი მიიღო – დე ბრუინი 70′, სტერლინგი 80′, 90′. თამაშის ბოლო წუთზე “მამლებმა” ერთი გოლი გაქვითეს, თავი ერიქსენმა გამოიჩინა.
ასე რომ, პრემიერ ლიგის 18 ტურში პეპ გვარდიოლას გუნდს 17 გამარჯვება და მხოლოდ 1 ფრე აქვს დაგროვებული და 52 ქულით ლიდერობს სატურნირო ცხრილს, “ტოტენჰემი” კი 31 ქულით მეშვიდეა. მომდევნო ტურში “სიტი” “ბორნმუთს” დაუხვდება, “ტოტენჰემი” კი “ბარნლის” ეწვევა.