რუსეთში საქართველოს ჰიმნი ერთ დღეში სამჯერ აჟღერდა – ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფი (ვიდეო)
17 დეკემბერს, სანკტ-პეტერბურგის მასტერსზე დასკვნით დღეს ოქროს მედალი სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებიდან პირველი ტატამზე ზებედა რეხვიაშვილი გამოჩნდა, რომელმაც პირველივე შეხვედრა ბრაზილიელ სანტოსთან დათმო და ტურნირს დაემშვიდობა.
90 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა წარმატებით იასპარეზა. მან ფინალში კორეელ გვაკს სძლია და საქართველოს რუსეთში მიმდინარე მასტერსზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. ღვიანიაშვილის გამოსვლიდან მალევე, ოქროს მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) მოიპოვა. “ლიპო” ფინალში ჰოლანდიელი კორელი დაამარცხა. საქართველოს მესამე ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმა მოუტანა – 22 წლის ძიუდოისტმა ფინალში ბრაზილიელ მოურას დამაჯერებლად მოუგო.
ბექა ღვინიაშვილის ფინალური შეხვედრა (დაჯილდოება)
ვარლამ ლიპარტელიანის ფინალური შეხვედრა (დაჯილდოება)
გურამ თუშიშვილის ფინალური შეხვედრა (დაჯილდოება)