რიკარდო კაკამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
დღეს ცნობილი ხდება, რომ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ამის შესახებ მან Globo TV-ის ეთერში განაცხადა: “ჩემი აზრით, მოვიდა დრო, რომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დავასრულო. ზუსტად არ ვიცი, გავხდები მწვრთნელი თუ სპორტული დირექტორი, მაგრამ წასვლას არსად ვაპირებ”, – აცხადებს რიკარდო კაკა. მან დაწვრილებით საკუთარი მომავლის შესახებ არ ისაუბრა, თუმცა პრესაში გავრცელბული ინფორმაციით ბრაზილიელს “მილანში” სპორტული დირექტორის თანამდებობას სთავაზობენ.
კაკამ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა.
Father,
It was much more than I could ever imagined. Thank you! I’m now ready for the next journey. In Jesus name. Amem.Pai,
Foi muito mais do que eu pedi ou imaginei!Obrigado! Eis-me aqui para próxima jornada. Em nome de Jesus. Amém. pic.twitter.com/PofZBAV0BE— Kaka (@KAKA) December 17, 2017
“მამა, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. მადლობა! ახლა ახალი თავგადასვლისთვის მზად ვარ. იესოს სახელით. ამინ!” – წერს რიკარდო.
შეგახსენებთ, რომ კაკა სხვადასხვა დროს “მილანის”, მადრიდის “რეალის”, “სან პაულუსა” და “ორლანდო სიტის” შემადგენლობაში გამოდიოდა. ის ერთხელ გახდა ოქროს ბურთის მფლობელი, ასევე წლების განმავლობაში იყო ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი.