ალეგრი: “დიბალა ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლებს”
დღეს სერია ა-ს მეჩვიდმეტე ტურში “იუვენტუსმა” “ბოლონიას” ანგარიშით, 3-0 სძლია. საგულისხმოა, რომ ძირითად შემადგელობაში არ იმყოფებოდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, პაულო დიბალა.
ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრის შემდეგ არგენტინელზე ისაუბრა.
“დიბალა მოედანზე გამოვიდა და, რაც დროც მიეცა, მშვენივრად ითამაშა. გოლი არ გაურანია, თუმცა არის დღეები, როცა ფეხბურთელს იღბალი უმტყუვნებს ხოლმე. შესაბამისად, ის თავის საუკეთესოს ვერ აჩვენებს. მნიშნელოვანი ფეხბურთელები მყავს, რომლებიც კლუბის წარმატებაში დიდ როლს თამაშობენ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი განაწყენებულია, როცა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება. თუმცა, მთავარი მათი რეაქციაა. რეაქცია კი ადგილისთვის ბრძოლა უნდა იყოს!”
“ფეხბურთი გუნდური სპორტია. შენ უნდა დაივიწყო სიტყვა “მე” და მუდამ გახსოვდეს “ჩვენ”. პაულო რომ ნიჭიერია, ეს ეჭვგარეშეა. თუმცა, მას სჭირდება, რომ კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კონდიციებში იყოს,” – აცხადებს ალეგრი.