“ინტერმა” მინო რაიოლას მხითარიანის თაობაზე მიმართა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა კარიერა შესაძლოა, იტალიის სერია A-ში გააგრძელოს. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, სომეხი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას მილანის “ინტერის” წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.
“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბოლო პერიოდში მხითარიანს აღარ ენდობა და სავსებით შესაძლებელია, ინგლისურმა გუნდმა 28 წლის ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენოს. პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ თითოეულ ფეხბურთელს თავისი ფასი აქვს და საინტერესო წინადადების მიღების შემთხვევაში, “მანჩესტერ იუნაიტედი” მოთამაშეთა გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
ჰენრიხ მხითარიანმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა მიითვალა.