ლა ლიგის პრეზიდენტი: “თუ “ბარსას” არ უნდა, “რეალს” საპატიო კორიდორი გაუკეთოს, მაშინ…”
მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღნიშნული თასის მოგების შემდეგ, “ბლანკოსი” პირველ შეხვედრას კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ 23 დეკემბერს გამართავს. ბევრი თვლის, რომ ამ დაპირისპირების დაწყებამდე “ბლაგურნამ” “თეთრებს” საპატიო კორიდორი უნდა მოუწყოს. “ბარსას” რამდენიმე მოთამაშემ ამაზე უკვე განაცხადა უარი.
ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი თვლის, რომ თუ გუნდს არ სურს საპატიო კორიდორის გაკეთება, ამას მას ვერავინ დააძალებს.
“თუ კლუბს არ აქვს სურვილი, საპტიო კორიდორი მოუწყოს მეტოქეს, მან ეს არ უნდა გააკეთოს. “ბარსელონას” გადაწყვეტილება ასეთია და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, მოსწონს თუ არა ეს ხალხს. არ ვფიქრობ, ეს ასე მნიშნელოვანი იყოს. თუნდაც, აპლოდისმენტები…”
“საგულისხმოა, რომ როცა გუნდები ერთი და იმავე ტურნირზე მონაწილეობენ, მაშინ უკეთებს ერთი მათგანი მეორეს საპატიო კორიდორს. ეს ასეთი შემთხვევა არაა,” – აცხადებს ტებასი.