კილიან მბაპე: “სად ვიქნები ორი წლის შემდეგ? არ ვიცი”
გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს, საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, მან არ იცის, თუ სად იქნება ორი წლის შემდეგ.
“ჩემი კარიერისთვის ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ გეგმის მიხედვით არაფერი გამოვიდა. თუმცა, დღეს გაცილებით უფრო კარგადაა ყველაფერი, ვიდრე ამას რამდენიმე თვის წინ წარმოვიდგენდი. ძალიან რთულ პროექტთან მაქვს საქმე.
სად ვიქნები ორი წლის შემდეგ? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი.
სამომავლო გეგმები უკვე მაქვს. მინდა, რომ ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა დავიწყო და “მონაკოს” ან “პარი სენ-ჟერმენს” ჩავუდგე სათავეში”, – აცხადებს მბაპე.