“მანჩესტერ იუნაიტედი” “ფულჰემს” 17 წლის ფეხბურთელში 25 მილიონს სთავაზობს
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “ფულჰემის” 17 წლის ფეხბურთელთან, რაიან სესენონთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული პრესის ერთ-ერთი ყველაზე სანდო წარმომადგენელი, Guardian ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, მარცხენა მცველის ტრანსფერით ლონდონის “ტოტენჰემისა” და მადრიდის “რეალის” უფროსებიც არიან დაინტერესებულები. “ფულჰემმა” გასულ წელსაც საკმაოდ სარფიანი წინადადებები მიიღო, მაგრამ რაიანის ფასად 50 მილიონი დაასახელა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” სესენონის ტრანსფერით ლიუკ შოუს შეცვლას გეგმავს, რომელიც 2014 წელს 30 მილიონ ფუნტად შეიძინეს. 17 წლის რაიანისთვის კი “წითელი ეშმაკები” მხოლოდ 25 მილიონ ფუნტს იმეტებენ.
მიმდინარე სეზონში რაიანმა ჩემპიონშიპის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ამ დროში ოთხი გოლისა და ორი საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა საკუთარ აქტივში.
ивные передачи.