ექვსი გატანილი გოლი და დიდებული სანახაობა “ემირეიტსზე” (ვიდეო)
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-19 ტური ლონდონის “არსენალისა” და მერსესაიდის “ლივერპულის” პრინციპულმა დაპირისპირებამ გახსნა. მატჩმა იმედები გაამართლა და “ემირეიტს სტედიუმზე” შეკრებილი გულშემატკივრები ბრწყინვალე სანახაობის მომსწრენი გახდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც იურგენ კლოპის ბიჭებმა გახსნეს – თავი ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინა შეხვედრის 26-ე წუთზე.
52-ე წუთზე სალაჰმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. შემდეგ 5 წუთში კი “მეთოფეებმა” მცირე სასწაული მოახდინეს და სამი გოლი გაიტანეს – სანჩესი 53′, ჯაკა 56′, იოზილი 58′. ამ დიდებულ დაპირისპირებას წერტილი რობერტო ფირმინოს მიერ 71-ე წუთზე გატანილმა გოლმა დაუსვა – 3:3.
“არსენალი”: ჩეხი; ნაილსი, მონრეალი (მუსტაფი 46′), კოშელნი, ბელერინი; ჯაკა, უილშეარი; სანჩესი, იოზილი, აივობი (უელბეკი 76′); ალექსანდერ ლაკაზეტი
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი
“ლივერპული”: მინოლე; გომესი, ლოვრენი, კლავანი, რობერტსონი; სადიო მანე (ვეინალდუმი 80′), ჰენდერსონი (მილნერი 13′), ემრე ჯანი, კოუტინიო; ფირმინო, მუჰამედ სალაჰი
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი