ინიესტა: “ლა ლიგაში “რეალს” მეტოქედ ისევ მივიჩნევთ”
დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” კატალონიის “ბარსელონას” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით, 0:3 დამარცხდა.
თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლაგურნას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა ესაუბრა.
“შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და დამაჯერებლად ვიმარჯვეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ “რეალი” ლა ლიგისთვის ბრძოლას ჩამოშორდა. შესაბამისად, მათ მეტოქეებად ისევ ვთვლით და ყურადღების მოდუნებას არ ვაპირებთ. წინ კიდევ ბევრი მატჩია, სადაც წარმატების მიღწევა აუცილებელია.”
“ფეხბურთში ბევრი თითქოს შეუძლებელი რამ მოხდარა. უპატივცემულობა იქნება, “რეალის” არაფრად ჩაგდება. ის ხომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მადრიდის “ატლეტიკოს” წაგებით ასევე ვისარგებლეთ. თუმცა, “ვალენსიაც” არ უნდა დაგვავიწყდეს,” – ამბობს “ინი”.