გატუზო: “მილანის” პრობლემა მე რომ ვიყო, ახლავე წავიდოდი”
“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ატალანტასთან” განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც იცით, 23 დეკემბერს “როსონერი” საკუთარ მოედანზე “ატალანტასთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მას შემდეგ, რაც გატუზომ “მილანი” ჩაიბარა, გუნდმა ხუთი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო, სამში კი დამარცხდა.
“რთული სიტუაციაა, ფანები პროსტესტს გამოთქვამენ, ჩვენ კი მთელი სეზონის განმავლობაში ასე არ უნდა გავაგრძელოთ. ვერ ვიტყვი იმას, რომ ფეხბურთელები ბოლომდე არ იხარჯებიან. ვხედავ, ყველა ბოლომდე იბრძვის, მაგრამ ძალიან სუსტად გამოვიყურებით. დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვმუშაობ, მაგრამ მე “მილანის” პრობლემას არ ვარ. რომ ვფიქრობდე, რომ პრობლემა მე ვარ, მაშინ პოსტს ახლავე დავტოვებდი.
გუნდს ფსიქოლოგიური პროპლემა აქვს. როცა რაღაღაცას ვცდილობთ და ეს საკმარისი არ არის, გუნდურად მოქმედებაა საჭირო. ვფიქრობ, წარსულთან შედარებას უნდა შევეშვათ. მაშინ სხვა ფეხბურთელები და სხვა კლუბი იყო. აწმყოზე უნდა ვიფიქროთ და გამოსავალი ერთად ვიპოვოთ”, – უთხრა გატუზომ ჟურნალისტებს.