“ბენდელას თასი” “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა
წლევანდელი “ბენდელას თასი” “დინამომ” მოიგო, რომელმაც ფინალში “საბურთალოს” 4:1 აჯობა. მესამე ადგილზე ირანის საფეხბურთო აკადემია გავიდა, მეოთხეზე კი რუსთავი.
ტურნირის დასრულების შემდეგ, ნომინაციებში საუკეთესოები გამოვლინდნენ. გუნდები და ფეხბურთელები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა – პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და გოჩა თამაზაშვილმა დააჯილდოვეს. მეორე ადგილზე გასულ გუნდს თასი და ვერცხლის სინჯის მედლები “იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა.
საუკეთესო მეკარე – მათე საური (დინამო)
საუკეთესო მცველი – გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო)
საუკეთესო ნახევარმცველი – საბა გეგუჩაძე (საბურთალო)
საუკეთესო თავდამსხმელი – ვუგარ ბუღაროვი (ყარაბახი)
ტურნირის აღმოჩენა – ლევან ბენდელიანი (საბურთალო-2007)
მაყურებელთა სიმპატია – ლუკა შაშიაშვილი (დინამო)
უნივერსალი ფეხბურთელი – მაჰამედ ზირაი (ირანის აკად.)
ყველაზე პატარა პერსპექტიული ფეხბურთელი – ნიკა შალიკიანი (ლოკომოტივი)
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო)
“ოლიმპიკის” გუნდისგან ზაზა ბენდელიანის ოჯახს საჩუქრად ხატი გადაეცა.
ტურნირის ყველაზე პატარა ორგანიზატორი კახა ჭუმბურიძე კი ფულადი პრემიით დაჯილდოვდა.
ასევე, ფულადი პრემია გადაეცათ ფინალში მონაწილე გუნდების მთავარ მწვრთნელებს, პრიზი კი ზაზა ბენდელიანის ოჯახმა დააწესა.
ტურნირის ორგანიზატორებისგან რეგიონის გუნდები “ადიდასის” ბურთებით დაჯილდოვდნენ, ხოლო აზერბაიჯანისა და ირანის გუნდების წარმომადგენლები “ყავა პელეს” მაისურებით.
ბოლოსკენ გეტყვით, რომ “ბენდელას თასი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის ფეხბურთის ფედერაციების დახმარებით ჩატარდა. ხსენებული ტურნირის ორგანიზატორები მადლობას უხდიან აღნიშნულ ფედერაციებს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის.
საბურთალოს პრესსამსახური