არდა თურანი “ბარსელონას” ზამთარში დატოვებს
NTV Sports ადასტურებს ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ბარსელონას” თურქ ნახევარმცველს, არდა თურანს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, “ბარსელონა” ზამთარში დატოვოს.
როგორც ცნობილი ხდება, “ატლეტიკოს” ექს-ფეხბურთელის აგენტი “ბეშიქთაშის” ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და საკმაოდ ახლოს არის შეთანხმების მიღწევასთან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ბეშიქთაში” 30 წლის არდა თურანის ყოფილი კლუბის, “გალათასარაის” პრინციპული მეტოქეა. აქიდან გამომდინარე, გახორციელების შემთხვევაში, ეს ტრანსფერი კიდევ უფრო მეტ სიმწვავეს შეჰმატებს ამ გუნდების დაპირისპირებას.
მიმდინარე სეზონში თურანს “ბარსელონას” მაისურით არცერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა.