ვიეირა: “არსენალში” მყოფმა ზოგიერთმა მოთამაშემ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი”
პატრიკ ვიეირა ლონდონის “არსენალში” 1996-2005 წლებში თამაშობდა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდში არსებულ სიტუაციასა და მომავალზე ისაუბრა.
“ბოლო წლებში “არსენალი” საკმარისად კარგად არ გამოიყურება. ეს საკმარისად კარგი არაა არც კლუბისთვის, არც გულშემატკივრებისთვის. ლონდონურ გრანდს გაცილებით მეტის მიღწევა შეეფერება. როცა წარსულში იგებდი, რა თქმა უნდა, გინდა, ახლაც მიაღწიო გამარჯვებას. გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ. ეს საკითხი სწრაფად უნდა მოგვარდეს.”
“ამის შემდეგ, საჭიროა შესაბამისი შევსება. თუნდაც, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ “მანჩესტერ სიტის” დონის გუნდი დაამარცხო. მჯერა, “სიტი” იქნება ისეთი კლუბი მომავალ წლებში, რომ მისი ძლევა სრულიად შესაძლებელი იყოს. ამისთვის, სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. სხვანაირად, “არსენალი” ისევ ამ გზით ივლის,” – აცხადებს სენეგალელი.