კონტე: “ვიდალის შეძენა ყოველთვის მინდოდა”
ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ დღეს ჟურნალისტებთან არტურო ვიდალის სახელი ახსენა. იტალიელი ჩილელ ნახევარმცველს ტურინის “იუვენტუსში” 2011-2014 წლებში წვრთნიდა.
“გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, არაა სწორი, როცა სხვა მოთაამშეზე ან გუნდზე საჯაროდ საუბრობ. მით უმეტეს, როცა კონკრეტული ფეხბურთელი შენთან იყო დაკავშირებული სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი ხსენება პრესასთან არც ისე კარგია.”
“არტურო ფანტასტიკური მოთამაშეა. მას დიდ პატივს ვცემ. “იუვეში” ბევრი წელი გვაქვს ერთად გატარებული. ყოველთვის მსურდა, მას ჩემთან ერთად ემუშავა. იმედია, მომავალში ეს მოხდება,” – ამბობს კონტე.