სებასტიან აბრეუმ კლუბი 31-ედ გამოიცვალა
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა სებასტიან აბრეუმ კლუბი 31-ედ გამოიცვალა.
41 წლის ფეხბურთელი ჩილეს პრიმერადივიზიონის ბინადარ “აუდაქს იტალიანოს” შეუერთდა, რომელიც პროფესიულ კარიერაში მისთვის 26-ე კლუბია. ეს მსოფლიოს რეკორდია. მანამდე აბრეუ იმავე ქვეყნის წარმომადგენლის, “პუერტო მონტის” ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც 13 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
სებასტიან აბრეუმ კარიერა 1995 წელს “დეფენსორში” დაიწყო. მან ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს 11 ქვეყანაში მოასწრო თამაში: ურუგვაი, მექსიკა, ბრაზილია, პარაგვაი, არგენტინა, ეკვადორი, ჩილე, სალვადორი, ესპანეთი, საბერძნეთი და ისრაელი. ფეხბურთელს ხუმრობით უკვე ტურისტად მოიხსენიებენ.
სებასტიან აბრეუმ ურუგვაის ნაკრებში 70 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. მას კოპა ამერიკის სამ (1997, 2007, 2011) და მსოფლიოს ჩემპიონატის ორ (2002, 2010) გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.