SQUAWKA-მ საბა კვირკველია “მანჩესტერ სიტის” შორთ-ლისტში შეიყვანა
ავტორიტეტულმა პორტალმა Squawka-მ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი სოლომონ კვირკველია “მანჩესტერ სიტის” შორთ-ლისტში შეიყვანა. გამოცემამ ის ოთხი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთაც “ქალაქელთა” დაცვის გაძლიერება შეუძლიათ. მას შემდეგ, რაც “სიტიმ” ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერისთვის ბრძოლა “ლივერპულთან” წააგო, მანჩესტერული გუნდი მისი ალტერნატივის ძიებაშია.
Squawka საბა კვირკველიას ასე ახასიათებს:
“საქართველო უფრო ცნობილია მაღალტექნიკური ფეხბურთელებით, რომლებსაც დაცვის ხაზის გარღვევა და მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ, მაგრამ კვირკველიას სახით “სიტი” ცენტრალურ დაცვაში ადამიან-მთას მიიღებს. ის რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება.
მან ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და “ლოკომოტივს” მოულოდნელ გალიდერებაში დაეხმარა. ის 196 სანტიმეტრის სიმაღლისაა და “სიტი” მისი სახით მეორე სართულზე დომინანტ ფეხბურთელს მიიღებდა.
მან მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც გახლავთ, რომელსაც გუნდში უკვე 26 მატჩი აქვს ჩატარებული. ის მხოლოდ 25 წლისაა, რაც “სიტის” ბიუჯეტსაც წაადგება. ერთადერთი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა პრემიერლიგაში ათამაშებას?”