რონალდუ: “კარიერის დასრულების შემდეგ მინდა ფილმები გადავიღო”
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მომავალში ფილმების გადაღებას გეგმავს.
“კარიერის დასრულების შემდეგ, მინდა, ფილმები გადავიღო. სასტუმროები მაქვს, სპორტული დარბაზები, ტანსაცმელების ხაზი… ჩემს თავს მომავალში ბიზნესმენად ვხედავ.
თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ჩემს საქმეზე ვარ კონცენტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ერთ დღეს ფეხბურთიდან წასვლა მომიწევს.
ფეხბურთის შემდეგ ჩემი ცხოვრება ლამაზი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ფულის გამო არ ვამბობ. მინდა ვაკეთო ის, რაც სიამოვნებას მომანიჭებს,” – აცხადებს მადრიდის “რეალისა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა.