სამჭიდელი ლევან აბესაძე: “მეგობრები წარმატების მთავარი საიდუმლოა”
ახალბედა სამჭიდელმა ლევან აბესაძემ მიმდინარე წელს ხუთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გაიმარჯვა, რაც უნიკალური შედეგია: პირველი ადგილი საქართველოს ჩემპიონატზე (IPSU ფედერაცია) (80 კილოგრამში); პირველი ადგილი (ორ კატეგორიაში) შავი ზღვის თასზე (90 კილოგრამში); პირველი ადგილი საქართველოს ჩემპიონატზე (IPF ფედერაცია) (105 კილოგრამში); პირველი ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე (100 კილოგრამში).
“ერთი წლის მანძილზე ხუთი მედალი მოვიპოვე სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ამ წარმატებაში დიდი გავლენა იქონია თემურ ვაჭარაძემ, ჩემმა მწვრთნელმა და ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. ის ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელია. შემდეგ ორ ჩემპიონატზე ამ სამწვრთნელო შტაბს ავთო კანდელაკიშვილიც დაემატარა, რამაც უფრო იქონია ჩემს დონეზე გავლენა. ოთხჯერ მივიღე მონაწილეობა IPSU-ს მიერ ჩატარებულ ტურნირზე. ორ თვეში კი ევრაზიის თასსაც ეს ფედერაცია გამართავს. ფედერაციის პრეზიდენტი მაღალი დონის სპორტსმენი ირაკლი ცხოვრებაშვილი გახლავთ. IPF-ზე ხოლოდ ერთხელ მივიღე მონაწილეობა. ტრავმების აღდგენაში და ზოგადად, ჩემს კარიერაში დიდ როლს თამაშობს მამუკა ბარათაშვილი. ის გახლავთ უმაღლესი დონის ექიმი. მე ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით ვმონაწილეობ და მომავალი ორი წლის მანძილზეც ასე ვაპირებ. ჩემი მოტივაცია ჩემი ქვეყანაა, ჩემი ამბიციები არის აგებული ქვეყნის იმიჯის გაღრმავებაზე სპორტის კუთხით, ამაში კი ჩემი მეგობრები მეხმარებიან.
ასაკობრივ კლასში გამოვდივარ და ვაპირებ, რომ ევროპის ჩემპიონის მედალიც შევმატო იმ ტიტულებს, რომლებიც გამაჩნია. ჩემთვის მოტივაცია, როგორც სპორტსმენი, ყოველთვის ლევან თედიაშვილი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ის განსხვავებულ სპორტშია”, – აღნიშნავს ლევან აბესაძე.