გვარდიოლამ სანჩესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “არსენალის” ლიდერის, ალექსის სანჩესის მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.
როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩილელ შემტევს “სიტის” რიგებში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებენ. ამასთანავე, გასულ ტურში გაბრიელ ჟეზუსმა სერიოზული ტრავმა მიიღო და სავარაუდო იყო, რომ გვარდიოლას მისი შემცვლელი დასჭირდებოდა.
“ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჟეზუსის ტრავმა არანაირ გავლენას არ იქონიებს ალექსის სანჩესის მდგომარეობაზე. ალექსისი სეზონის ბოლომდე “არსენალში” დარჩება,” – აცხადებს გვარდიოლა.
სანჩესს “მეთოფეებთან” არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და ამის შემდეგ “ქალაქელებს” მისი გადაბირება უფასოდ შეეძლებათ.