ვერმაელენი: “შუშის ფეხბურთელის რეპუტაცია მქონდა”
“ბარსელონას” მცველმა, ტომას ვერმალენმა, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო საკმაოდ დიდ დროს ატარებდა ლაზარეთში, რომ ტრავმებმა თავის კარიერას დიდი დაღი დაასვა.
“შუშის ფეხბურთელის რეპუტაცია მქონდა, თუმცა ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. ამ დროის მანძილზე ძალიან დიდი მოთმინება გამოვიჩინე, რეაბილიტაციის პერიოდი ძალიან რთული და ხანგრძლივი იყო.
“ბარსელონაში” კონკურენცია ძალიან დიდია და ბუნებრივია, რომ ყოველთვის ვერ ვთამაშობ. რომ არა ტრავმები, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებდი. ჯანმრთელობის პრობლემებმა ჩემს კარიერას ხელი შეუშალა და შესაძლებლობები ბოლომდე ვერ განვავითარე.
მესმის, რომ ამ მიზეზების გამო ხალხს ჩემში ეჭვი ეპარებოდა, მაგრამ 2016 წლის ნოემბრის შემდეგ არანაირი პრობლემა არ მქონია და ახლა მწყობრში ვარ. ძალიან მინდა გუნდს სასურველი მიზნების მიღწევაში დავეხმარო,” – აცხადებს ვერმალენი.