პოჩეტინო: “თუ ბეილის მსგავსად კეინიც გადაწყვეტს წასვლას, ვერაფერს გავაკეთებთ”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ მადრიდის “რეალში” ჰარი კეინის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც იცით, ბოლო დროს უცხოური პრესები საკმაოდ აქტიურად წერენ კეინსა და “ბლანკოსს” შორის კონტაქტის არსებობაზე.
“როგორც “ტოტენჰემის” მწვრთნელი, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მის შენარჩუნებას ვცდილობთ. თუ “რეალი” წინადადებით მოვა, ჩვენ მას უარით გავისტუმრებთ.
მაგრამ თუ ფეხბურთელი თავად გამოთქვამს კლუბის დატოვების სურვილს, ისევე, როგორც ეს ბეილისა და მორდიჩის დროს მოხდა, მაშინ ვერაფერს გავაკეთებთ. დღეს მსგავსი რამ არ მომხდარა, ასე რომ, ისღა დავრჩენია, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.
იმედი მაქვს, ჰარი კეინი “ტოტენჰემში” კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება და ჩვენს გუნდს ტიტულების მოგებაშიდაეხმარება. სწორედ ეს არის ჩვენი სურვილი,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.