ფანებმა ჰოკეის ეროვნული ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფორმა აირჩიეს
100 წლის იუბილის აღსანიშნავად ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელებმა რამდენიმე საინტერესო გამოკითხვა ჩაატერეს ფანებში. ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში საუკეთესო გუნდად 1985 წლის “ედმონტონი” დასახელდა, საუკეთეს მომენტად კი მარიო ლემიეს პენტა-ტრიკი.
ყველა დროის საუკეთესო ფორმად კი სპეციალურად “ჩიკაგო ბლექჰოქსისთვის” 1956 წელს დამზადებული ვერსია დასახელდა, რომლის დიზაინიც 60 წელზე მეტია, რაც პრაქტიკულად არ იცვლება.
“ჩიკაგოს” არსებობის პირველი 30 წლის მანძილზე გუნდი ყოველწლიურად, ძალიან ხშირად იცვლიდა ფორმის დიზაინს. თავდაპირველად, “ბლექჰოუკსს” შავ-თეთრი ფორმებით თუ ვიცნობდით, შემდეგ დაემატა მესამე ფერი – წითელი. მალე გამოჩნდა ინდიელის თავი, რომელიც ახლა სწორედ ამ კლუბთან ასოცირდება ჰოკეის მოყვარულთათვის.
მართალია, ინდიელთა შთამომავლებს არ მოსწონთ, როდესაც კლუბები მსგავსი ტიპის სიმბოლიკას იყენებენ. მაგრამ ეს ტრადიცია იმდენად ძველია, რომ რთულია, ვინმემ “ჩიკაგოელებს” წინააღმდეგობა გაუწიოს. ყველაფერს საფუძველი კლუბის პირველმა მფლობელმა, ჯონ მაკლაფინმა ჩაუყარა,რომელიც XIX საუკუნეში აშშ-ს მთავრობისთვის იბრძოდა.
აქვე გთავაზობთ საუკეთესო 25 ფორმას ჰოკეის ეროვნული ლიგის არსებობის ისტორიაში.