კონტეს “ბაიერნსა” და “პარი სენ-ჟერმენში” იწვევენ
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის “ჩელსის” იტალიელ თავკაცს, ანტონიო კონტეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. ამაში Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებული უახლესი ცნობები გვარწმუნებენ.
როგორც ცნობილი ხდება, იტალიელი ტაქტიკოსის გადაბირების სურვილს “პარი სენ-ჟერმენისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ. “იუვესა” და იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაცს “მილანში” გადასვლასაც უწინასწარმეტყველებენ.
როგორც იცით, ამ დროისთვის “პარი სენ-ჟერმენს” უნაი ემერი თავკაცობს, რომელსაც ხელმძღვანელებმა ჩემპიონთა ლიგის მოგება დაუსახეს მიზნად. იმ შემთხვევაში, თუ ემერი პარიზელებს ვერ გააჩემპიონებს, დიდი ალბათობით, კლუბიდან მოუწევს წასვლა.
რაც შეეხება მიუნხენის “ბაიერნს”, ბავარიელებს იუპ ჰაინკესი წვრთნის, რომელმაც ერთხელ უკვე დაასრულა სამწვრთნელო კარიერა.