კლოპმა კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა
ფილიპე კოუტინიო “ლივერპულიდან” “ბარსელონაში” გადავიდა. აღნიშნული ტრანსფერის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა.
“ვემშვიდობებით კოუტინიოს – ჩვენს მეგობარს, შესანიშნავ ადამიანსა და ფანტასტიურ ფეხბურთელს. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მას “ბარსელონაში” გადასვლა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში სურდა, როდესაც კატალონიელებმა პირველად გამოხატეს მისდამი ინტერესი. კოუტინიო ყოველთვის აფიქსირებდა, რომ ამ ტრანსფერის განხორციელების მომხრე იყო. მიუხედავად მისი ამ სურვილისა, კოუტინიო გუნდში კიდევ ექვსი თვის განმავლობაში შევინარჩუნეთ.
იმედი გვქონდა, რომ მას გუნდში დარჩენაში დავარწმუნებდით. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ის ყოველდღიურად ვარჯიშობდა გუნდის ბაზაზე, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონაში” არ გავუშვით. ის ნამდვილი პროფესიონალია.
კოუტინიოს ვემშვიდობებით, მაგრამ გუნდი განვითარებას განაგრძობს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ “ენფილდზე” ტიტული ჩამოვიტანოთ”, – ციტირებს კლოპის სიტყვებს “ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდი.